ქართველმა ემიგრანტმა, რომელიც 27 წლის განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, ევროპული დონის ხანდაზმულთა სახლი გახსნა. ანა ბალამწარაშვილმა ამ ნაბიჯით დიდი ხნის ოცნება აიხდინა.
პროექტი მეგობართან, ირაკლი ხახუტაშვილთან ერთად წამოიწყო. ბელგიაში ცხოვრების პერიოდში, გაეცნო იქ მოქმედი მოხუცთა სახლების სპეციფიკას, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი, აქტიურად შეუდგა იდეის განხორციელებას. ის გარკვეული პერიოდი ბელგიაში, ერთ-ერთ ხანდაზმულთა სახლში მოხალისედაც მუშაობდა.
ანა ბალამწარაშვილი ასევე ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტია და წლებია ემიგრანტებისთვის უამრავ პროექტსა და საინტერესო წამოწყებაშია ჩართული. უფრო დაწვრილებით განხორციელებულ პროექტსა და სამომავლო გეგმებზე, ის თავად საუბრობს ვიდეობლოგში.
,,ეს არ არის თავშესაფარი, ეს არის თბილი სახლი ხანდაზმულებისთვის, სადაც ოჯახური გარემოა შექმნილი. ჩვენთან მარტო თავს არავინ იგრძნობს. ეს არის ინვესტიცია, რომელსაც მოგებად სიყვარული მოაქვს“ – ამბობს ინტერვიუში ანა ბალამწარაშვილი.
ნახეთ ვრცლად ვიდეობლოგში ,,მედიატორი”.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"