კიევის საერთაშორისო ტურნირის პირველ საფინალო დღეს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ) და აივენგო რიკაძე (82 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ) და გიორგი მელიას (97 კგ) ხვდათ წილად, ბრინჯაოს მედალს კი რამაზ სილაგავა (55 კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს მედალი გიორგი სულავამ (74 კგ) მოიპოვა.
კიევის საერთაშორისო ტურნირის ბოლო დღეს ჩემპიონობისთვის ბერძულ – რომაული ნაკრების 5 წევრი იასპარეზებს, აქედან 2 ქართული ფინალი გაიმართება, 67 კგ-ში რამაზ ზოიძე ჯონი ხეცურიანს შეხვდება, ხოლო 130 კგ-ში იაკობ ქაჯაია ზვიად პატარიძეს დაეჭიდება, მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა გობაძე ამჯერად ზედა წონით კატეგორიაში 87 კგ-ის ფინალში იჭიდავებს და მასპინძელ სემინ ნოვიკოვს შეხვდება.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი კი დათო ჩხარტიშვილს (60 კგ), ბაკურ გოგოლს (77 კგ), თორნიკე ძამაშვილს (87 კგ) და ლევან არაბულს ექნებათ.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათიდან დაიწყება.