„ბრისტოლიდან პეკინამდე“ – ასეთი სახელწოდების ველომარშრუტის ფარგლებში, სიმსივნით დაავადებულმა 26 წლის ველოსიპედისტმა ლუკ გრენფელ-შოუმ, თავისნაირი დიაგნოზის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად, გადაწყვიტა მანძილი ბრისტოლიდან პეკინამდე ველოსიპედით დაფაროს.
ლუკი 30 ქვეყნის გადაკვეთას და კიბოთი დაავადებულთათვის 300 ათასი ევროს შეგროვებას გეგმავს.
„რა სასიხარულოა ვიყო აქ, ამ საოცარი არქიტექტურის ქალაქში. ძალიან მიხარია, რომ შევისწავლი საქართველოს და ბევრ ხაჭაპურს შევჭამ“, – დაწერა მან ბათუმში ჩამოსვლისას.
საქართველოში მას თან ახლავს BBC-ს ჟურნალისტი, რომელიც ლუკის მოგზაურობის შესახებ ფილმს იღებს.
რეგიონში ლუკის მოგზაურობა ორგანიზებულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ. ახლა მან გზა აღმოსავლეთ საქართველოსკენ განაგრძო.