ბახმაროს ზამთრის ზღაპარი შერმაზანას ეკუთვნის, ფოტოგრაფს რომელიც ხშირად გვანებივრებს წარმოუდგენლად ლამაზი პეიზაჟებით და ჩვენი ქვეყნის სულ სხვა, იდუმალ სილამაზეს გვაჩვენებს. ამჯერად ეს არის ფოტოამბავი გურიის მაღალმთიანეთზე, სადაც დამამტვრეველყინვას მზის სხივები ამტვრევენ, სადაც ბუნება ერთ მუსიკად აერთიანებს სამ მელოდიას და სადაც ეკლესიის გარეთაც “ბევრი” ღმერთია.