ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, პურიმის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში შეზღუდვები ამოქმედდება.
„პურიმის დღესასწაულზე 25 თებერვლის საღამოდან 28 თებერვლამდე 20:30-05:00 საათებში ქვეყანაში კომენდანტის საათი იმოქმედებს. იკრძალება:
- საცხოვრებელი სახლიდან ერთი კილომეტრის მანძილზე დაშორება;
- სხვასთან სტუმრობა;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 20:00 საათზე შეწყვეტს.“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.