ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პროექტის – „ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ვიდეო-კონცერტების“ ფარგლებში, 26 თებერვალს, ავსტრიის დროით 18:00 სააათზე, გაიმართება მორიგი ვიდეოკონცერტი ვენაში მოღვაწე ქართველი ხელოვანების – პიანისტ ქეთევან სეფაშვილისა და ფლეიტისტ თემო ხარშილაძეს მონაწილეობით.
ვიდეოკონცერტზე ქართველი ხელოვანები შეასრულებენ ჩარლზ-მარი ვიდორის სუიტასფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის. კონცერტი Gustav Ignaz Stingl-ის საფორტეპიანო გალერეაში ჩატარდება, რომლის ხილვა დაინტერესებულ თანამემამულეებს და ფართო აუდიტორიას შეუძლიათ Facebook LIVE-ის რეჟიმში ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე.