ზამთარი ყველასთვის თოვლთან, სითეთრესთან ასოცირდება. ლექსები, სიმღერები და თქმულებები, რომლებიც წელიწადის ამ დროის შესახებაა შექმნილი, თოვლიანი მთების, დამდნარი თოვლის გუნდის, ხელებგაყინული თოვლის პაპის, თეთრად დაგაპენტილი სახურავებისა და ამ სახურავებქვეშ ამოფარებული ბეღურების შესახებ მოგვითხრობენ. თუმცა, წლებია დედაქალაქის მცხოვრებლებს მსგავსი პეიზაჟი ფანჯრებში არ უხილავთ.
დაათვალიერეთ ფოტოგალერეა და გაიგეთ, როგორ ხედავდნენ და ხატავდნენ ზამთარს სხვადასხვა დროის ქართველი მხატვრები.