Giorgio Armani თაკოს ნაცვლიშვილის შემდეგ კიდევ ერთი ქართველი მოდელით მოიხიბლა.
Lookmodels-ის მოდელმა ზინი ქაჯაიამ მილანის მოდის კვირეულზე Emporio Armani -ის ჩვენება გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ „Look Modéls Managemént“-ი ავრცელებს.
მოდელმა ჩვენებაზე სამი ლუქი მოირგო.
16 წლის ზინი ქაჯაიას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ლიდერ სააგენტოსთან Dmanagement group-თნ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. Dmanagement Group წარადგენს შემდეგ ტოპ მოდელებს: ნაომო კემბელი, კარლა ბრუნი, ალეკ ვეკი, კლაუდია შიფერი, ევა ჰერციგოვა, ჰელენა კრისტენსენი, ქეით მოსსი, ჰეიდი კლუმი, კაროლინა კურკოვა, მილა იოვოვოჩი, მონიკა ბელუჩი, ლინდსი ვიქსონ, დილონი და ა.შ….