მარტივი, ლამაზი და ფუნქციური – იდეები სააბაზანოს სათავსოებისათვის

უძრავი ქონების მუდმივად მზარდი ფასი საშუალოშემოსავლიან ადამიანებს ხშირად უბიძგებს, არჩევანი შედარებით მცირეფართიან ბინებზე გააკეთონ – დაზოგონ ფართში და არა ხარისხში. მარტივად რომ ვთქვათ, მომხმარებლების უმეტესობას დღეს ურჩევნია შეიძინოს ბინა მყარ, მდგრად, ენერგოეფექტურ სახლში და დათანხმდეს შედარებით მცირე ფართს, ვიდრე რამდენიმე კვადრატული მეტრის სანაცვლოდ უარი თქვას ზემოთ ჩამოთვლილ პრივილეგიებზე.

თუმცა, ამგვარი ოჯახები ხშირად აწყდებიან სივრცის სწორად დაგეგმარების პრობლემას. როგორც წესი, ფართის დაზოგვა აბაზანის, აივნისა და სხვა ფუნქციური სივრცეების ხარჯზე ხდება. სინამდვილეში კი სწორედ ამგვარი სივრცეები ასრულებენ სახლში ერთგვარი საკუჭნაოს როლს და ჩვენი ყველა ნივთის დაბინავებაში გვეხმარებიან.

ამჯერად თქვენს ყურადღებას სააბაზანოზე შევაჩერებთ – სივრცეზე, რომელიც გარდა თავისი პირვანდელი დანიშნულებისა, ხშირად ითავსებს ჰიგიენური, თავის თუ სახლის მოვლის ნივთების შესანახ ადგილს.

ქვემოთ გიჩვენებთ რამდენიმე მარტივ, ლამაზ და ფუნქციურ ვერსიას, როგორ შეგიძლიათ, მცირე ფართის პირობებშიც კი, გახადოთ თქვენი აბაზანა უფრო დახვეწილი და რაც მთავარია, მარტივად შეძლოთ ყველა სასურველი ნივთის მოთავსება.

 

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.