ინფორმაცია ვიქტორიის შტატში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

ავსტრალიის თანამეგობრობაში სქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ვიქტორიის შტატის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19 ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაურესების საშიშროებიდან გამომდინარე და ვირუსის სწრაფად გავრცელების პრევენციის მიზნით, ვიქტორიის შტატი 5 დღიან ე.წ. lockdown-ზე გადადის.

დღეს, 12 თებერვლის 11:59 საათიდან – 17 თებერვლის 11:59 საათამდე ვიქტორიის შტატში  მე-4 ფაზით გათვალისწინებული შეზღუდვები ამოქმედდება.

კორონავირუსის შეზღუდვების უმკაცრეს, მე-4 ფაზაზე მოსახლეობისთვის სახლების დატოვება შესაძლებელია მხოლოდ 4 მიზეზით: სურსათისა და მედიკამენტების შეძენა (საცხოვრებლიდან 5 კმ. რადიუსში), სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახური, ვარჯიში (ნებადართულია დღეში 2 საათ, საცხოვრებლიდან 5 კმ. რადიუსში), მზრუნველობა.

იკრძალება სტუმრების მიღება;

სავალდებულო ხდება ღია სივრცეში პირბადის ტარება;

იზღუდება დაკრძალვებზე დამსწრე პირთა რაოდენობა;

იხურება სკოლები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.dhhs.vic.gov.au/coronavirus-covid-19-daily…

საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს თვალყური ადევნონ და დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის რეგულაციებს.

საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219