ნიდერლანდების მთავრობამ კომენდანტის საათი 2 მარტამდე გაახანგრძლივა.
„გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან კორონავირუსის ირგვლივ სიტუაცია გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად მცირდება, ჯერ კიდევ გაუგებარია, შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები ბრიტანული შტამის გავრცელების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრმა.
ნიდერლანდებში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 04:30 საათამდე მოქმედებს. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23 იანვარს ამოქმედდა.