წარმოშობით ქართველი მომღერალი, ირინა ებრალიძე, პოპულარული მუსიკალური პროექტ “ვოისის” უკრაინულ ვერსიაში იღებს მონაწილეობას. ირინას შესრულებამ მსმენელისა და ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, ე.წ “ბრმა ქასთინგზე” მან ყველა მენტორის შემობრუნება მოახერხა.