თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და ორგანიზებით, 2021 წლის 1 მარტიდან იგეგმება ქართული ენის შემსწავლელი ონლაინკურსებისგახსნა, რა დროსაც, მონაწილეებს მიეცემათ ქართული ენის A1 და A2 დონის შესწავლის საშუალება. სწავლის ხანგრძლივობა მოიცავს 6 თვეს, რომლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
ქართული ენის შემსწავლელ ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებს მაია ბარიხაშვილი – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი.
მსურველებმა შეუძლიათ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართონ ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს შემდეგ ნომრებზე : 0555 005 22 26 ან 0462 326 22 26.