დღეს, 20:00 საათზე ათენის კულტურის ცენტრ “კავკასიას” ნიჭიერი ახალგაზრდები, ქართველი ემიგრანტების სულიერი გამხნევების მიზნით, სპეციალურად გამართავენ ქართული სიმღერის მორიგ, VI ვიდეო-კონცერტს.
ვიდეოკონცერტზე ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის ტრიოს მიერ შესრულდება ხუთი პოპულარული სიმღერა, ქართული ქალაქური მუსიკალური კულტურის შედევრები:
– „მაჭარია, მაჭარია…“, ტექსტი და მუსიკა: მარინა ლეკიშვილი;
– „ფუტკარი“, მუსიკა და ტექსტი: ოთარ რამიშვილი;
– „ქალო, ქალწულო…“ მუსიკა და ტექსტი: ოთარ რამიშვილი;
– „იმერული ღიღინი“ (მურმან შათირიშვილის რეპერტუარიდან);
– „ქალაქური პოპური“.
შაბათის მცირე კონცერტის ნახვა შესაძლებელია ათენის კულტურის ცენტრის ფეისბუქგვერდზე
აღსანიშნავია, რომ გასული თვეების მანძილზე, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული უმძიმესი პირობებისა, /ათენის კულტურის ცენტრის მუსიკალურმა სტუდიამ თავდაუზოგავი შრომის ფასად (კარანტინის გამო, ხშირად დისტანციურადაც), მოამზადეს ქართული ხალხური, საესტრადო და ქალაქური სიმღერების ვრცელი რეპერტუარი, მონაწილეობა მიიღეს ონლაინკონკურსებსა და ფესტივალებში.