წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს პარიზის საკვირაო სკოლა “ლაზის” აღსაზრდელებიც შეუერთდნენ.
“წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე” მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის ინიციატივით აღნიშნული ღონისძიება, უკვე მეხუთედ იმართება, ამჯერად, პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ ფორმატში. წელს ამ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ იქნა, ,,ქართველთა კულტურის კერა ლაზის” მოსწავლეებიც.