სახლი, რომელშიც “სამი ძმანი გურულები” გაიზარდნენ

 

“ხომ გახსოვთ, სამი ძმანი გურულები, ჰოდა აი ამ სახლში, ვაკიჯვარში (ფამფალეთში) უცხოვრია ამ სამ ძმას – ლადიკო, ავქსენტი და მანასე სალუქვაძეებს. ამ სიმღერაში არის ასეთი სიტყვები – „ქამუშა და ალმასა მივათესეთ ყანასა“. ქამუშა და ალმასა მაგათი ხარების სახელებია. როგორ „მიათესეს“ ყანას, როგორ წაიღო ის საწყლები მდინარემ, როგორ იმართლეს თავი დედასთან, ეს ცალკე ამბავია, გურულების საამბობელი

ესეც სიმღერის ტექსტი –

სამი ძმანი გურულები

მუშაობდნენ ყანასა

ლადიკოა სალუქვაძე

აქვსენტა და მანასა

მუშაობა კარგი ჰქონდენ

დასძახოდნენ ნანასა

უღლად ხარები დაკარგეს

ქამუშა და ალმასა

შინ წამოსვლა დააპირეს

რაღა ვუთხრათ ნენასა

დედამისმა მოაძახა

რა უყავით ალმასა

ჩემი ნენა დამეთხუე

ნუღარ მკითხავ ამბავსა

ქამუშა და ალმასა

მივათესეთ ყანასა

ეს ნამუსი შეგვინახე

ნურსად იტყვი ამასა

სანუგეშოდ შემოვძახოთ

ოდელიო ნანასა.

 

წყარო: მედეა იმერლიშვილი