ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სრული ჩაკეტვა, ე.წ “ლოქდაუნი 2021 წლის 5 თებერვლის 7:00 საათამდე გაგრძელდა.
ასევე, რეგულარულ ფრენებსა და სახმელეთო საზღვარზე აკრძალვა იმოქმედებს 7 თებერვლის 24:00-მდე. გაფრენის სპეციალურ ნებართვას გასცემს სამთავრობო კომისია.
ყველა მგზავრი, რომელიც მიიღებს სპეციალურ ნებართვას ისრაელში შემოსასვლელად, ვალდებულია, გაიაროს 12-დღიანი კარანტინი კოვიდ-სასტუმროში.
გარდა ამისა, ძალაში რჩება ადრე დამტკიცებული ყველა შეზღუდვა.