2021 წლის 29 იანვარს, ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ვახტანგ ანდღულაძემ შეხვედრა გამართეს დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ქალაქ ბარიში საქართველოს სამრევლოს მოძღვართან, არქიმანდრიტ მოსე ჭანკვეტაძესთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ადგილზე მყოფი დიასპორის წარმომადგენლებისთვის საკონსულო მომსახურების გამარტივების საკითხებს.
დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე გაიმართა, ასევე, მსჯელობა იმ გამოწვევებსა და პრობლემატურ საკითხებზე, რომელსაც იტალიაში მცხოვრები თანამემამულეები აწყდებიან და გამოითქვა მოსაზრებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, იტალიის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მომსახურების გამარტივების მიზნით, იტალიაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას გენერალური საკონსულო ქალაქ ბარიში გასულ წელს დაემატა. გენერალური საკონსულოს დაფარვის რეგიონებია: პულია, ბაზილიკა, რეჯო-კალაბრია და სიცილია.