საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი შეზღუდვების შესახებ განაცხადა.
- კვირას, 00 სთ- დან იკრძალება საფრანგეთიდან ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში გამგზავრება, ასევე ამ ქვეყნებიდან შემოსვლა ნებისმიერი გზით, თუკი ეს გარდაუვალი გარემოებებით არ არის გამოწვეული, რაც დასაბუთებული უნდა იყოს დოკუმენტალურად.
აღნიშნული რეგულაციის პირობები ჯერ კიდევ ზუსტდება.
მათ კი, ვინც უახლოეს დღეებში აპირებთ მგზავრობას, გთხოვთ, იხილოთ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული მგზავრობისთვის სავალდებულოდ შესავსები საბუთები ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.
- კვლავ ძალაში რჩება 72 საათის განმავლობაში განხორციელებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა და 7 დღიანი თვითიზოლაცია.
საფრანგეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ევროკავშირის ქვეყნებიდან მომავალი მგზავრებისთვისაც ამკაცრებს. კერძოდ, ბლოკის ნებისმიერი ქვეყნიდან საფრანგეთში შესვლისას, მოქალაქემ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს. ეს წესი მანამდე საფრანგეთში მხოლოდ საზღვაო და საჰაერო გზით შემომსვლელ მგზავრებს ეხებოდა, ხვალიდან კი, სახმელეთო მგზავრობაზეც გავრცელდება.
- 31 იანვრიდან იკეტება 20 000 კვ.მ-ზე მეტი ფართობის არასასურსათო კომერციული ცენტრები.
ნაკლები ფართის მქონე მაღაზიებში გამკაცრდება სანიტარული პირობები: და შეიზღუდება დაშვებულ პირთა რაოდენობა.
- არსებული კომენდანტის საათი მკაცრდება.
განსაკუთრებით მკაცრი ზომები იქნება მიღებული, ე.წ. „იატაკქვეშა ზეიმების, ქეიფების, გართობის“ ორგანიზატორთა და მონაწილეთა მიმართ. პოლიციის კონტროლი გახშირდება და გამკაცრდება.
- უპირატესობა მიენიჭება დისტანციური სამუშაოს რეჟიმს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია.