31 იანვარს იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის წარმომადგენლები ეწვევიან ქალაქ ნეაპოლს, სადაც ყველა მსურველისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის და/ან საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებას, ასევე, მოქალაქეებს ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას სხვადასხვა საკონსულო და სამართლებრივ საკითხზე.
მოქალაქეთა საკონსულო მიღება იწარმოებს: კვირას, 31 იანვარს, 10:00-16:00 სთ-ზე (ადგილობრივი დროით) / მისამართი: Corso Meridionale, 14 – 80143 Napoli. ( GRAND HOTEL EUROPA). დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ იტალიაში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომერზე: +39 3501483114; ელ-ფოსტა: cons.rome@mfa.gov.ge
ცნობისთვის, წლის განმავლობაში, საკონსულოს წარმომადგენლები იტალიის სხვა ქალაქებსაც ეწვევიან, სადაც თანამემამულეებს ადგილზე გაუწევენ საკონსულო მომსახურებას.