ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა სეზონი გახსნა და პოპულარულ არტისტებთან ერთად თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში კონცერტი გამართა.
„მუსიკა შენს ფანჯრებთან“ – ეს სოციოკულტურული პროექტია, ნიკოლოზ რაჭველი ცნობილ მუსიკოსებთან და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ეზოებში სტუმრობასა და კონცერტების გამართვას აპირებს.
პირველ კონცერტში, ორკესტრთან ერთად მონაწილეობდნენ მევიოლინე გიორგი ცაგარელი, მუსიკოსები ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე და მოცეკვავე თეა დარჩია.