ევროპისა და ძიუდოს მსოფლიო მასტერსის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი მასტერსის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დასახელდა.
ქალთა შორის კი IJF-მა ფრანგი მძიმეწონოსანი, ტურნირის გამარჯვებული – რომან დიკო აირჩია.
გარდა პირველი ადგილისათვის განკუთვნილი პრიზისა, გამორჩეული ძიუდოისტები დამატებითი, 2 000-ევროიანი ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ.