ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს აჯობა – ქოუჩი სოფიო მარტინოვა

ცხოვრება არასდროს გვიგზავნის ისეთ განსაცდელს, რომელსაც ვერ გავუმკლავდებით. ყოველთვის შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი გზა, გადავშალოთ ჩვენი ცხოვრების ახალი ფურცელი და გამოვიყენოთ ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც სამყარო ყოველდღე გთავაზობს. ამისათვის საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ და გადავდგათ ერთი ნაბიჯი. ნაბიჯი რომელიც ყველაფერს შეცვლის.

ასე აჯობა ერთ დროს საკუთარ თავს სოფიომ, რომელიც დღეს სხვებს ასწავლის, თუ როგორ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება უკეთესობისკენ.

ეს ინტერვიუ კი პორტრეტია, ძლიერი ქალისა და მებრძოლი ადამიანის, რომელმაც საკუთარი სწორი არჩევანი გააკეთა. 

როდის დაინტერესდით ქოუჩინგით და რატომ გადაწყვიტეთ, ის თქვენს პროფესიად გექციათ?

-2013 წელს, ჯანმრთლობის მოულოდნელად გაუარესების გამო, საფრანგეთში წამოსვლა დასიცოცხლისთვის ბრძოლა მომიწია, რასაც თან ახლდა პრობლემები პირად ცხოვრებაში. საბოლოოდ,აღმოვჩნდი მარტო უცხო ქვეყანაში, 2 მცირეწლოვანი შვილით. ეს, თავისთავად, უზომო სტრესი იყოჩემთვის, რასაც თან ერთვოდა ოჯახის დანგრევის გამო, ჩემ წინააღდეგ მომართული ბულინგი.  საზოგადოებისგან ბევრი ცილისწამებისა და დაცინვის გადატანა მომიხდა. მათ გამო, ხშირად სუიციდზე ვფიქრობდი და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. მაშინ მივხვდი, რომ ამ მდგომარეობაში მხოლოდ მე არ ვიყავი და ფსიქოლოგიით, ქოუჩინგით დავინტერესდი, რათა თავად მეგრძნო თავიუკეთ და შემდეგ სხვებისთვისაც მიმეცა მოტივაცია.

რა მოლოდინი გქონდათ სწავლის დაწყებამდე და როგორი იყო შედეგი?

-ვფიქრობ, ქოუჩინგი და ზოგადად, ფსიქოლოგია სიახლის გამუდმებული ძიების პროცესია. თითქოს, ამოუწურავი სფეროა და რაც უფრო მეტს სწავლობ, მით მეტი ინტერესი გიჩნდება. სხვადასხვა ონლაინკურსი გავიარე, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის სკოლა აღმოჩნდა.

იქიდან გამომდინარე, რომ საზღვარგარეთ ვცხოვრობ, სწავლის პროცესი ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა. ამ ყველაფერმა ძალიან მყარი საფუძველი მომცა და საბოლოოდ დამარწმუნა ჩემს შესაძლებლობებში. ახლა უკვე თებერვლიდან სწავლას საფრანგეთის ნეიროსენსულ ინსტიტუტში გავაგრძელებ.

თავად სწავლის პროცესზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

-ქოუჩინგის  იყო ადგილი სადაც არა მხოლოდ ვსწავლობდი…ეს იყო იმედი, ერთგულება დამხარდაჭერა.. ადგილი, სადაც თანდათანობით ფერი ვიცვალე და შევძელი, რუხი ცხოვრებიდანგამეფერადებინა ჩემი აწმყო.

როგორია გზა ახალი ცხოვრებისკენ და თქვენი გამოცდილებით, რა სირთულეებთანაა ის დაკავშირებული?

-ტრანსფორმაციის გზა არ არის მარტივი და სწრაფი… ხანდახან ვულკანის ამოფრქვევას ჰგავდა ხოლმეპატარა, ახალი პრობლემის წარმოშობა, მაგრამ, ქოუჩინგის დახმარებით, სტრესის მინიმალიზება და მოვლენაზე, გადაწყვეტილებაზე სწრაფი კონცენტრირება ვისწავლე. ამან კი ცხოვრებაში არსებული დაბრკოლებების გადალახვა გამიადვილა.

რა ხდება ახლა, როცა თქვენ ასწავლით სხვას?

ახლა, ძირითადად, ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვუწევ უფასო მომსახურებას, რაც თავადაც დიდმოტივაციას მაძლევს და მეტის გაკეთების სურვილს მიჩენს… ვცდილობ, იმ ადამიანებს, ვინც ახლაიწყებენ ბრძოლას სიცოცხლისთვის, ძალადობისა და საზოგადოების ბულინგის წინააღმდეგ, ჩემიარსებობით მივცე მოტივაცია. მათთან ყოველთვის ბოლომდე გახსნილი ვარ და ჩემს წარსულზევსაუბრობ.

გარდა ძალადობის მსხვერპლი ქალებისა, უსასყიდლოდ ვემსახურები რამდენიმე ადამიანს, ვის შვილსაც ქრონიკული დაავადება აქვს. ჩემი მესამე ორსულობა რისკებთან იყო დაკავშირებული და არსებობდა მაღალი ალბათობა, რომ ბავშვი დაავადებულიყო. მაშინ ძალიან მკაფიოდ შევიგრძენი, რას გრძნობენ მშობლები, როცა შვილი ავად ჰყავთ. ასე მგონია, ამით მადლობას ვუხდი სამყაროსა და უფალს იმისთვის, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელია. მინდა, ყველა ბავშვი კარგად იყოს.

თქვენ საფრანგეთში ცხოვრობთ და თქვენი პროფესიით იქ მცხოვრებ ქართველებს ეხმარებით. რა არის ის მთავარ პრობლემა, რომლის დასაძლევადაც მათ ყველაზე მეტადსჭირდებათ ქოუჩის დახმარება?

-ემიგრაციაში ცხოვრება დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. აქ, ძირითადად, სამკურნალოდ ან დიდიფინანსური პრობლემებით ჩამოდიან, ზოგი კი, ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობს. შესაბამისად, მათი მდგომარეობა მძიმეა. ვფიქრობ, ემიგრანტებში სტრესის დონე ერთიორადააგაზრდილი და მათთვის მოტივაციის მიცემა ამიტომაა ჩემი პრიორიტეტი. თუმცა მთავარია, თავად რასურს ადამიანს, რამდენად მზადაა ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თუ თავად არ გამოთქვა სურვილი, მასთან მუშაობას შესაბამისი შედეგი არ მოჰყვება. მართალია, ქოუჩი აძლევს მოტივაციას, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიჰყავს სწორ გადაწყვეტილებამდე, თუმცა დანარჩენი უკვე პიროვნების სურვილზეადამოკიდებული.

როგორ ხედავთ დღევანდელ სამყაროში ქოუჩინგის როლს?

ქოუჩი ორიენტირებულია მომავალზე და ფსიქოთერაპევტისგან განსხვავებით, ის არ ეძებს ადამიანისწარსულ ტრავმებს. ახლანდელი მოცემულობით ცდილობს, მისცეს სწორი მიმართულება, გახადოსმეტად პოზიტიური და წარმატებაზე ორიენტირებული, განავითარებინოს არსებული რესურსები დააღმოაჩენინოს ის სიახლეები, რაც მისთვის აქამდე მიუწვდომელი იყო.

ყველას, ვინც ახლა ფიქრობს, რომ გამოუვალ სიტუაციაშია და ცხოვრებამ დიდი გამოწვევა მოუწყო ანჯანმრთელობის, ან პირადი ცხოვრების, ან სხვა დაბრკოლების გამო, მთავარია ჰქონდეს ხვალინდელიდღის რწმენა, პოზიტიური განწყობა და მისი ცხოვრება აუცილებლად უკეთესობისკენ შეიცვლება.მიუხედავად ჩემი საკმაოდ მძიმე წარსულისა, ვთვლი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და ყოველი დღისგათენება მიხარია.

რას ურჩევთ მათ, ვისაც სურს, გახდეს ქოუჩი?

-მომავალ ქოუჩებს ვურჩევდი, რომ პირველ რიგში, სწორად შეარჩიონ ადგილი, თუ სად მიიღებენცოდნას, ასევე, სწავლის დამთავრების შემდეგაც განაგრძონ განვითარება და პიროვნული ზრდა, რადგან ეს არ გახლავთ ზუსტი მეცნიერება და მუდმივ განახლებას, სრულყოფას მოითხოვს. მით უმეტეს, როცა საქმე ადამიანის ფსიქოლოგიას და მის სულს ეხება.

 

ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის „ქოუჩინგის სკოლა“


 https://forms.gle/jXig3JtG7gqb8shs9