გამარჯვებულების გამოვლენა სასტიპენდიო პროგრამაში პიანისტებისთვის დასრულდა. კონკურსი წელს მხოლოდ ვიდეო – ჩანაწერების გადარჩევის გზით გაიმართა.
საერთო ჯამში, ჩვენს რეგიონში (საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, მოლდოვა, თურქმენეთი) 79 მონაწილედან , 9 გამარჯვებულს შორის 2 საქართველოდანაა – მარიკა მამარდაშვილი , თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Tbilisi State Conservatoire -იის მეორე კურსის სტუდენტი , ემერიტუს ედიშერ რუსიშვილის კლასი და დეა გვერდწითელი – აბაკელია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი”-ის მოსწავლე , პედაგოგი მაია ბერიძე;
მიმდინარე პროგრამის ჟიურის წევრები Alberto Nose (იტალია ); Christoph Sischka (გერმანია); Marie-Josèphe Jude (საფრანგეთი) იყვნენ.
დაჯილდოების ცერემონია თბილისში 12-დან 14 თებერვლამდე გაიმართება.