მებაღე, ბაღ “გარდენიას” შემქმნელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც გურული ტრადიციის შესახებ ყვება:
“გურიაში კალანდის, შობის და საახალწლო ამბვებს შორის ერთ-ერთი მთავარი რიტუალი ფერხვა და ფეხადობაა.
ფეხადად ბებია რომელიმე მეზობლის, ნათესავის, ახლობლის ჯანმრთელ, ფერხორციან, ენაწყლიან ბაღანას შეარჩევდა და შეუთანხმდებოდა წინდაწინ. “წროულს შენს იმედად ვარ, დედმამიანი ხარ, არ დამაღალატო ნენა შენ უნდა მიფეხადო, დამიპურო ქათამი და საყოლი.”
ქსენია ბებია და შალიკო ბაბუა ყოველთვის მე მირჩევდნენ, ვერიჩქა ბებია და კარლო ბაბუასთანაც ვიყავი რამდენჯერმე, ყველა პირობას ვაკმაყოფილებდი.
ადრე დილას გაგვახაზირებდენ, გამოგვივსებდენ ჯიბეებს კამფეტებით და ვეახლებოდითმოპატიჟეს, ისე ადრიანად რომ სხვას, არასასურველ, უნებლიე ფეხადს არ დაესწრო მისვლა. გამოგვეგებებოდენ და დიდი სიხარულით შეგვიძღვებოდენ შინ. დიდ ცეცხლს გააჩაღებდენბუხარში, გაშლილ მაგიდასთან როგორც დიდად საპატიო სტუმარს ისე გვმასპინძლობდენ, აუცილებლად უნდა გვესაუზმა და შეგვეფერებია გადაჭარბებული ყურადღება და მასპინძლობა. მერე მორიდებით გვეტყოდა ვერიჩქა ბებია, ” ბატონო ფეხადო, საყოლს და ფრინველს ხომ არ დაგვიპურებო?”
ვეტყოდით დასტურს და გამოვიდოდით ეზოში. გააღებდა კარლო ბაბუა საჩიხავის კარებს და წინა ეზო გაივსებოდა ახალ წელს და შობას დაკვლას გადარჩენილი ფრინველით, ცოტა გამგელებული დაგვიანებული საკენკის გაომისობით. კოთხოს მოგვცემთენ ხელში წითელი სიმინდის კეკლით, გავიქნევდით და მივაყოლებდით სიყვებს; “ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხოროზი..” (9 ჯერ)
“შორე ისროლე ნენა შორე ამოგტიკნიენ თვალებს” გაგვაფრთხილებდა ვერიჩქა ბებია, დახტოდა სიმინდის კაკლები ქათმების, ინდაურების, იხვების პრიალა ზურგებზე..
დედა ღორს და სამომავლო ტახებს დაუფშვნელ ტაროს მიუტანდით, მეწველ ძროხას და დეკნებს დაფნის, წყავის ან რომელიმე მწვანე ფოთლით მიულოცავდით, თხებს და ვაცებს ნეკერს გადაუკიდებდით ღობეზე. რასაც ჩვენ ვერ მოვახერხებდით ბებიები და ბაბუები გაილოცებოდენ. ” გამჩენო მამაზეციერო, უხვი წელი მოგვეცი, გვიმყოფე ყველა მრთელი ჯანითდა მხიარული გულით. გასათხოვი გაგვათხუებიე, მოსაყვანს მუაყვანიე, წამსლელი მშვიდად წეიყვანე იმქვეყანას. გვაშორე დარდი, ოხი მიეცი ყველა გაჭივერებულს და უქონელს. გაგვიმსესახლი ბაღნებით, გული სიკეთით და სიხარულით, ეზო ფრინველით, საყოლით და საკლავით. ბეღელი მარცვლით და ბარაქით. არ მოგვაკლო სტუმარი, მოკეთე და მოყვარე. ყველა ჩვენიანს, კაის მსურველს გრძელი დღეი მიე. ავს, ეშმაკს და უხილავს დუუფსე თვალი, დააყრუე და დააქციე. ჩვენი გულის სატკივარი აღმა ქარს მიქონდეს დაღმა წყალს.
წრომანდელი ნაშრომი ტკბილად შეგვაჭამე, მოგვახმარე და შეგვარგე, მომავალი წელს შრომის ძალა და ხალისი მოგვეცი.”
ამოიღებდა ბაბუა დიდი, ნაშრომი ტორით კოთხოდან ერთ პეშვ სიმინდის კეკალს და გეიქნევდაშორს. დეესეოდა ფრინვლი და კენკავდენ გულდასმით.
ჩვენც გვჯეროდა, რომ ფერხვის და ფეხადობის გარეშე წახდებოდა საქმე და ვერ გაგვითენდებოდა კალანდა”
ზურა შევარდნაძე ფოტო: ზაქარია ჭელიძე