იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი, მაინიჩი შიმბუნი, საქართველოს საელჩოს თანამშრომლის, დავით გოგინაშვილის კვლევებზე დაყრდნობით, საქართველო-იაპონიის ურთიერთობათა ისტორიის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ არქივებში დაცული დოკუმენტების მიხედვით, თითქმის მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე, იაპონია საქართველოს დასახელებად რუსულ “გრუზიას” არ იყენებდა და იაპონურ ენაში ამ სიტყვის შემოღება საბჭოთა კავშირის გავლენამ განაპირობა.
ასევე აღნიშულია, რომ საქართველო-იაპონიის ურთიერთობები არ შემოიფარგლება პოსტ-საბჭოთა ისტორიით, რის მაგალითად იაპონიის ხელისუფლების მიერ საქართველოს ანტი-ცარისტული მოძრაობის დახმარება, შემდგომში საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობა და სხვა მოვლენები შეგვიძლია მოვიყვანოთ.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნული კვლევის გათვალისწინებით, სამინისტროს ვებ-საიტზე, იაპონია-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიის ნაწილში შესწორების შეტანა გადაწყვიტა – აღნიშნულია სტატიაში.