ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს, 27 დეკემბრის 17:00 საათიდან ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა. შეზღუდვეbი ძალაში 2021 წლის 09 იანვრამდე დარჩება.
დაიხურება:
- რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები,
- სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტული ობიექტები. აკრძალულია:
- საცხოვრებელი სახლიდან ერთ კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება.
- შეკრების ადგილებში, ადამიანთა დასაშვები რაოდენობა დახურულ სივრცეში ათს, ხოლო ღია სივრცეში ოცს შეადგენს.
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-ით შეიზღუდება.
- ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება შეიზღუდება.
- შესაძლებელი იქნება შინ მოტანის სერვისით სარგებლობა.
- საჯარო დაწესებულებები, რომლებიც არ ემსახურებიან მოქალაქეთა მიღებას, შეწყვეტენ მუშაობას.