„ტენე“ კომპანია „ჯინვენტორის“ მიერ შექმნილი პირველი ქართული და ამავდროულად მსოფლიოში პირველი “მწვანე” USB კაბელია, რომელიც მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და მიზნად გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა აქვს დასახული.
ამ მიზნის მისაღწევად „ჯინვენტორმა“ საქველმოქმედო აქცია წამოიწყო და თითოეული დაინტერესებული პირი, რომელიც მინიმუმ 20 ლარს გადარიცხავს სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე ავტომატურად გახდება აქციის მონაწილე, საჩუქრად კი ყველაზე მაგარ USB კაბელს, ტენეს მიიღებს.
„მართლა რომ არ წყდება ეს ის კაბელია“, – ასე აფასებენ ქართველი მომხმარებლები „ტენეს“ და იმედია ამაზონის მყიდველებიც მალე დარწმუნდებიან ამაში.