„ნახეთ თბილისის მე – 20 საუკუნის გასაოცარი არქიტექტურა“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „Lonely Planet“- ი.
თბილისის არქიტექტურული რუკის შექმნის იდეა თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პირველი გამოშვების ფარგლებში დაიბადა. არქიტექტორმა ანა ჩორგოლაშვილმა მე-20 საუკუნის საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის 50-მდე უნიკალური ნაგებობა გააერთიანა და თბილისის არქიტექტურულ რუკაზე დაიტანა. ფოტოდოკუმენტაცია ფოტოგრაფ სტეფანო პერეგოს ეკუთვნის.