გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 14 იანვრის ჩათვლით ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში მოქალაქეთა მომსახურება განხორციელდება შეზღუდულად, მხოლოდ გადაუდებელი, ფორსმაჟორული შემთხვევებისას: როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვისას ან საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.
ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, გთხოვთ დაუკავშირდეთ საელჩოს საკონსულო სამსახურს ცხელ ხაზზე +49 (0) 162 8855303, ან მიწეროთ berlin.konsulat@mfa.gov.ge