კონკურსი „წერილები გზიდან“ – „დედა ემიგრანტია“ დასრულდა

კონკურსი „წერილები გზიდან“ –  „დედა ემიგრანტია“ დასრულდა. ეს კონკურსი ეძღვნებოდათ ემიგრანტ დედებს, რომლებსაც ქვეყნის დატოვება მოუწიათ, უკვე მრავალი წელია ოჯახის წევრებისგან შორს ცხოვრობენ, შრომობენ იმისთვის, რომ შვილებს საკვები არ მოაკლდეთ, უკეთესი მომავალი ჰქონდეთ, უკეთეს სახლში იცხოვრონ… ამისთვის კი ისინი ყველაფერს იკლებენ, მონატრებას იკლავენ და დღეებს, საათებსა და წუთებს ითვლიან ოჯახში დასაბრუნებლად, თუმცა ეს თარიღი ხშირად იწევს და ზუსტად არავინ იცის როდის დადგება ეს დღე…

„ქართულმა კვირამ“ გადაწყვეტა ერთხელ ჩვენც დავხმარებოდით ჩვენს გმირ დედებს და კონკურსში მონაწილეობისთვის ემიგრანტების ოჯახის წევრები მოიწვია, რომელთაც შეეძლოთ მოეგოთ 10000 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი „მეტი დეველოპმენტისგან“.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე „ქართული კვირას“ რედაქციაში საუკეთესო ჩანახატების შერჩევა მოხდა, მეორე ეტაპზე კი კონკურსანტებს,  მკითხველებთან ერთად, კომპეტენტური ჟიური აფასებდა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის მთავარი პრიზი, 10 000 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი “მეტი დეველოპმენტისგან“ არავის გადაეცა. ხოლო მკითხველის სიმპათია ბაია ყვარელაშვილი გახდა.

ავტორებს „ქართული კვირა“ სამახსოვრო სიგელებით, ხოლო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნებით დაასაჩუქრებს.