„სტუდიო ALP“-ის მიერ, სლოვენიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საქართველოსა და სლოვენიაში გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი – „Call It Amber“, ქართული ქვევრის „ქარვისფერი ღვინის“ შესახებ.
ამავე სტუდიის მიერ 17 დეკემბერს, Face-book Livestream-ის მეშვეობით განხორციელდა პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, რომელსაც უმასპინძლა ცნობილმა სლოვენიელმა ჟურნალისტმა, კაია საიოვიცმა.