თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 15–22 დეკემბრის პერიოდში ონლაინ–ფორმატში იმართება.
სპექტაკლების ნახვა ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ და ვებგვერდებზე იქნება შესაძლებელი. ფესტივლზე საინტერესო ქართული და უცხოური სპექტაკლები გელოდებათ.
პროგრამა
18 დეკემბერი
– „ვეფხვი და ლომი“ (ბადენის სახელმწიფო თეატრი, გერმანია/ თბილისის სამეფო უბნის თეატრი)
– „ლიზას ტორტი“ (კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი, საქართველო)
– „თამაშის დასასრული“ (Shaushpil, გერმანია)
– „მედეა s01e06″ (საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელი)
– „ღმერთების დაცემა“ (იან კოხანოვსკის სახელობის თეატრი, პოლონეთი)
19 დეკემბერი
– „უხერხემლო“ (ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის დრამატული თეატრი)
– No Exit (ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ–მაყურებელთა თეატრი, საქართველო)
20 დეკემბერი
– „ოთახი“ (ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველო)
– „უბედურება” (ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ–მაყურებელთა თეატრი, საქართველო)
21 დეკემბერი
– „2030″ დასაკარგი არაფერი გვაქვს” (თავისუფალი თეატრი, საქართველო)
– „სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“ (თელავის ვაჟა–ფშაველას სახელობის დრამატული თეატრი)
22 დეკემბერი
– „ხედი სასტუმრო „საქართველოდან” (თეატრი “ლაბა”, საქართველო)
– „ბოლო გაჩერება“ (ბათუმის ი. ჭავჭავაძის დრამატული თეატრი)
– „პელიკანი“ (თეატრი ათონელზე, საქართველო).
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დედაქალაქის მერიამ დააფუძნა. 2011 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.