წიგნად დაიბეჭდა პატარა თამადას მანგის (იაპონური კომიქსები) სერიები, რომლებსაც საელჩო 100 დღის განმავლობაში ინტერნეტის საშუალებით აცნობდა იაპონურ საზოგადოებას.
პატარა თამადას მანგის (იაპონური კომიქსები) სერიები 100 დღის განმავლობაში იაპონელ ხალხს საქართველოს კულტურას, ტურისტულ პოტენციალს, ბიზნეს შესაძლებლობებსა და სხვა აქტუალურ თემებს აცნობდა.
პროექტი იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და იაპონელ მხატვართან თანამშრომლობით განხორციელდა. წიგნად გამოცემის პროექტში ფინანსური თანამონაწილეობა ოლიმპიური ნაკრების ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქის, ომუტას ადმინისტრაციამ მიიღო
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესახებ ცოდნის გაღრმავების მიზნით, თამადას კომიქსები ქალაქ ომუტას საშუალო სკოლების მოსწავლეებს დაურიგდათ.