ქართველმა მეცო-სოპრანომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სააგენტო Askonas Holt– თან კონტრაქტი გააფორმა. მისი მენეჯერი ნათან მორისონი იქნება.
სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ნატალია ქუთათელაძის დებიუტი ამ სეზონზე შედგება – ის სანტიაგოს მუნიციპალურ თეატრში კარმენის როლს შეასრულებს.
Askonas Holt-ი კლასიკური მუსიკის სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა მსახიობებისთვის. აწყობს საერთაშორისო ტურებს წამყვანი მსოფლიო ორკესტრებისა და ცეკვის კომპანიებისთვის.
ნატალია ქუთათელაძემ თბილისის კონსერვატორია დაამთავრა, შემდეგ კი ვოკალური ხელოვნების შესწავლა გააგრძელა აშშ-ში, სადაც ერთი წლის შემდეგ მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.