ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში ქართული დიასპორული ორგანიზაცია “მამული” 2017 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მიზანი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასთან და ქართული კულტურის პოპულარიზაციასთან ერთად, ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეთა გაერთიანება და საქართველო-ისრაელის სახელმწიფოთა შორის მეგობრული, კულტურული და ეკონომიკური სახის თანამშრომლობის ხელშეწყობაა. ორგანიზაცია ისრაელში მოღვაწე წარმატებულმა ქართველმა ექიმმა-ანესთეზიოლოგმა ირაკლი კილაძემ დაარსა, რომელიც ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკა „ასუტაში“ მოღვაწეობს. 2018 წელს ქალაქ ლოდში მან პირველმა გახსნა ქართული საკვირაო სკოლა. სკოლაში ჩვენს თანამემამულეებთან ერთად, ქართველი ებრაელი ბავშვებიც სწავლობენ ქართულ ენას, ლიტერატურას და საქართველოს ისტორიას.
ირაკლი კილაძემ 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და მუშაობდა ბათუმის ცეტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. 2000 წელს, ისრაელში გაემგზავრა…
,,50 წელია ქართველი ებრაელობა ისრაელში გადასახლდა და მხოლოდ 2 წლის წინ მოხერხდა ქართული სკოლის დაარსება. უცხოეთში სხვაგვარად განიცდი და გამოხატავ სამშობლოს სიყვარულს… მინდოდა საქართველოსთვის რაღაც მეც გამეკეთებინა“- ამბობს ისრაელში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი.
წარმატებული ქართველი ექიმისა და ორგანიზაცია ,,მამულის“ ისტორია ნახეთ ვიდეობლოგში ,,მედიატორი“.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"