გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ საერთაშორისო ღვინის კონკურსზე internationalwinechallenge (IWC), ღვინის კომპანია „რთველისის“ ქვევრის რქაწითელმა – ვერცხლის, ხოლო ქვევრის საფერავმა ბრინჯაოს მედლები აიღეს.
ღვინის ბიზნესში IWC ოსკარადაა აღიარებულია და ყველაზე მკაცრი, მიუკერძოებელი და გავლენიანი კონკურსის სახელს ინარჩუნებს.
„რთველისი“ ქართული ღვინის კომპანიაა, რომელიც მეგობრებმა 2019 წელს დაარსეს, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მისი ისტორია 1920 წლიდან იწყება. კომპანიამ ამ პერიოდში დაარსებული მამა-პაპისეული მარანი განაახლა და სწორედ ამ მარანში მზადდება დღეს „რთველისის“ ქვევრის ღვინო.
კომპანია აწარმოებს ისეთ მაღალხარისხოვან ღვინოებსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს, როგორიცაა: კლასიკური ქართული ღვინო, ქვევრის ტრადიციული ღვინო, ცქრიალა ღვინო, კონიაკი და ჭაჭა.
ღვინის კომპანია „რთველისი“ ორ სავაჭრო ნიშანს – „რთველისს“ და „ველვაინს“ აერთიანებს.