დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 16 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე ესექსისა და ჰერდფორდშირის საგრაფოების ნაწილში „კოვიდ – განგაშის“ მესამე, „ძალიან მაღალი“ დონე იქნება შემოღებული.
მესამე, „ძალიან მაღალი“ დონე, შემდეგ შეზღუდვებს მოიცავს:
- აკრძალულია დახურულ და ღია სივრცეში ოჯახების შერევა, გამონაკლისია ე. წ. „მხარდამჭერი წრის“ წევრები. მხოლოდ საჯარო ღია სივრცეშია დაშვებული არაუმეტეს 6 პირის შეკრება;
- სექტორი, სადაც სტუმრების მიღება ხდება იხურება;
- ორგანიზაციები, სადაც ეს შესაძლებელია, გადადიან ონლაინ მუშაობაზე;
- ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი (გარდა ჯგუფური აქტივობებისა), გასართობი (გარდა დახურულისა) ღიაა;
- დაუშვებელია სპორტული, ცოცხალი შესრულების და ბიზნეს ღონისძიებების ჩატარება;
- პირმა არ უნდა დატოვოს ის ზონა, სადაც „ძალიან მაღალი“ დონის შეზღუდვები მოქმედებს.