სტარტი აიღო მსოფლიოს ახალგაზრდულმა ონლაინ – პირველობამ სწრაფ ჭადრაკში. ჩემპიონატი, ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაციის ფიდეს ვიცე – პრეზიდენტის, აკაკი იაშვილის პატრონაჟით ტარდება.
ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი ქვეყნის ჩემპიონატი გახლდათ, საიდანაც საუკეთესოები კონტინენტების პირველობებზე ასპარეზობენ. ხოლო, კონტინენტის ჩემპიონატებიდან გასულები კი დასკვნით ეტაპზე – მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
შეჯიბრი შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: 10; 12; 14; 16; 18 წლამდე, გოგონათა და ჭაბუკთა შორის ტარდება. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 10 წუთი, 3 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.
ევროპის ჩემპიონატზე 46 ქვეყნის 570 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის საქართველოს 18 წარმომადგენელი.
მსოფლიოს ახალგაზრდული ონლაინ – ჩემპიონატის ფარგლებში, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს, 3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ლიდერობენ:
ნიკოლოზ კაჭარავა და ანასტასია კირთაძე.
2,5 ქულით ლიდერთა შორის იმყოფება მარიამ გვათუა.