ევროკავშირისა და UNICEF Georgia- ს ახალი სამწლიანი პროექტი დაიწყო

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ევროკავშირმა და UNICEF Georgia-მ ახალი სამწლიანი პროექტი დაიწყეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ბავშვთა უფლებების, ბავშვთა დაცვის და მართლმსაჯულების სისტემების გაძლიერებას.

„ეს პროექტი გაგრძელებაა UNICEF-თან იმ თანამშრომლობისა, რომლის დახმარებითაც საქართველოს მთავრობამ ახლახან ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო.

ახალი ინიციატივა საქართველოში გააუმჯობესებს ბავშვების ინფორმირებულობას საკუთარი უფლებების შესახებ, მათი უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.“ – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.