„ადამიანის უფლებათა ტიტა“ ქართველ ჟურნალისტებს გადაეცათ

საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ინფორმაციით, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდოს „ადამიანის უფლებათა ტიტას“ მფლობელი სამი ქართველი ჟურნალისტი გახდა.

კონკურსის გამარჯვებულებს ჯილდო საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა მააიკე ვან კოლდამმა გადასცა.

პრიზის მფლობელი სათემო რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელი კამილა მამედოვა გახდა.

კონკურსში მეორე ადგილზე კი დაიკავეს ცაბუნია ვართაგავამ – ლგბტ და ქალთა უფლებების დამცველმა სამეგრელოდან და მანანა ქველიაშვილმა, აჭარაში მოღვაწე ჟურნალისტმა, რომელიც ადამიანის უფლებების სხვადასხვა საკითხებს აშუქებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონია ონლაინ–რეჟიმში გაიმართა.

“The Human Rights Tulip” –  „ადამიანის უფლებათა ტიტა“ 2007 წელს დაწესდა. საქართველოში კი ეს ღონისძიება 2018 წლიდან იმართება.