“გადაიტანა კოვიდი, პნევმონია ისე, რომ არ გაუხდია თეთრი ეკიპირების ფორმა… სახლში 7 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე ელოდება“ – ანუკა გულიაშვილი სოციალურ ქსელში ქართველი ექიმის, გიორგი ჩაფიჩაძის შესახებ წერს. გთავაზობთ ამ პოსტს უცვლელად.
“ბევრი იწერება გმირობებზე, კრიტიკაზე, ქაოსზე, სისტემაზე, პრობლემებზე, ადამიანებზე, სისუსტეებზე და სიმამაცეებზე… პირად ემოციებზე და ურთიერთდამოკიდებულებებზე… მე თუ მკითხავთ, ასეთი გარემოებები ადამიანების ფასეულობების ყველაზე კარგი ინდიკატორია… ყველა ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, რასაც მორალური ღირებულებები, საქმე და გარემოებები გვკარნახობს, მაგრამ ამ ყველაფერში თუ ვინმეა გასახსენებელი, გამოსარჩევი ჩემი მეგობრებიდან, პირველი ეს ბიჭი მიდგას თვალწინ…
რაც ეს პანდემია დაიწყო, ალბათ კლინიკიდან მხოლოდ კალენდარზე გაწითლებულ დღეებში გადის… გადაიტანა კოვიდი, პნევმონია, სიცხეები ისე, რომ არ გაუხდია თავის თეთრი ეკიპირების ფორმა.. .მუშაობდა covid-ინფიცირებულებთან… როცა სახლში 7 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე ელოდება… ყველაზე მაგარი მამა, მეუღლე, მეგობარი, ექიმი და უბრალოდ ადამიანია… ასე დინჯად და ჩუმად გაიარა მთელი ეს შვიდი თვე, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ვინმე მასზე დაწერს… მაგრამ უბრალოდ, მომინდა დამეწერა… მეთქვა, რომ სადღაც ჩუმად თქვენთვის ასეთი ადამიანები თავის ცხოვრებას უკან იტოვებენ… წარმატებები და ბევრი ასეთი ადამიანი იდგეს ჩვენს სადარაჯოზე…”, – წერს ანუკა გულიაშვილი.