BSI-ს საერთაშორისო ჯგუფის გადაწყვეტილებით საჩხერის სამედიცინო ცენტრი ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელი პირველი კლინიკა გახდა საქართველოში.⠀
კლინიკას სერთიფიკატი მიენიჭა პოლიკლინიკისა და საავადმყოფოს სამედიცინო მომსახურების გაწევისას უმაღლესი სტანდარტის დაცვისთვის, შემდეგ მიმართულებებში:⠀
- ქირურგია⠀
- პედიატრია⠀
- გინეკოლოგია⠀
- თერაპია⠀
- კარდიოლოგია⠀
- კარდიოქირურგია⠀
- ჰემოდიალიზი⠀
- ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განყოფილებები⠀
- ინფექციური დაავადებების მკურნალობა, აგრეთვე ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის მომსახურება,“ ნათქვამია საჩხერის სამედიცინო ცენტრის განცხადებაში.⠀
ხარისხისა და სტანდარტის სერტიფიკატი, რომელიც ISO 9001-ს სახელითაა ცნობილი, კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს კლინიკაში დანერგილ სტანდარტებს და მის სანდოობასთან ასოცირდება.
ISO-ს სტანდარტები მთელს მსოფლიოშია მიღებული და ხარისხის სინონიმად მიიჩნევა.