კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კვიპროსის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო ახალი რეგულაციები.
ლიმასოლის რეგიონში ვირუსის შემთხვევების შემცირების მიუხედავად, კვიპროსის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ მწვავეა. შეინიშნება ვირუსის გავრცელების ზრდა სხვადასხვა რეგიონში.
შესაბამისად, შეფასდა ყველა მონაცემი, გადაწყდა ახალი რეგულაციების მიღება კვიპროსის მაშტაბით, რომლებიც იმოქმედებენ 30ნოემბრიდან – 13 დეკემბრის ჩათვლით:
1. აკრძალულია გადაადგილება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა სამედიცინო დახმარება. დაშვებულია სამუშაოზე გადაადგილება, თუ პიროვნებას აქვს შესაბამისი სერტიფიკატი;
2. ეკლესიები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს მითითებების შესაბამისად (ღვთისმსახურებაზე დაშვებულია მაქსიმუმ 75 ადამიანი);
3. ასევე ნებადართულია რელიგიური ცერემონიალები (ქორწილები, ნათლობები, დაკრძალვები), სადაც დაიშვება მაქსიმუმ 10 ადამიანი;
4. . იკრძალება ქორწილთან ან ნათლობასთან დაკავშირებული წვეულებები. დაშვებულია მხოლოდ ქორწილის/ნათლობის ვახშამი სახლებში, მაქსიმუმ 10 ადამიანის დასწრებით, მცირეწლოვანი ბავშვების ჩათვლით;
5. დაშვებულია ყველა კვების ობიექტების ფუნქციონირება, (რესტორნები, კაფეები, ბარები და /აგრეთვე ყველა კვების ობიექტი სპორტულ კლუბებში, კულტურულ კლუბებში და ა.შ.) საღამოს 7 საათამდე, საღამოს 9 საათის შემდეგ კი დასაშვებია მხოლოდ სახლში მიტანის სერვიზი.
6. მოხსნილია გადაადგილების შეზღუდვა ლიმასოლის და პაფოსის მიმართულებით. ასევე ნებათართულია ამ ორ ქალაქს შორის გადაადგილება.
ნებადართულია შემდეგი დაწესებულებების ფუნქციონირება:
1. დიდი სავაჭრო ცენტრები, საცალო ვაჭრობის მაღაზიები, ასევე დიდი მოცულობის სათავსო მაღაზიები. შეზღუდვები ეხება მომხმარებლებს. კერძოდ თითო ადამიანი 10 კვ. მეტრის დაშორებით უნდა იდგეს;
2. სილამაზის და ტატუირების სალონები;
3.ავტომანქანის მართვის სასწავლო სკოლები;
4.მუზეუმები და არქეოლოგიუ ღირშესანიშნაობების სანახაობები;
5.ღია და დახურული თეატრები თუ კინოთეატრები, სადაც ჩვენებები უნდა განხორციელდეს დარბაზის მოცულობის 50%-ით.
6.სავაჭრო მოლები (1 ადამიანი 10 კვ. მეტრის დისტანციით)
7.სამხატვრო და საგამოფენო დარბაზები;
თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება, 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2020 წლის 7 იანვრამდე შეზღუდვები კვიპროსის რესპუბლიკაში შემსუბუქდება, კერძოდ:
1) აიკრძალება ხალხის გადაადგილება საღამოს 11 საათიდან დილის 5 საათამდე. ეს შეზღუდვა არ ეხება მათ, ვინც გადაადგილდება სპეციალური სამუშაო ნებართვის საფუძველზე, მიდის სამედიცინო დაწესებულებაში ან აფთიაქში, ასევე თუ ესაჭიროება ვეტ სამედიცინო დახმარება.
გამონაკლისი იქნება 2020 წლის 25 დეკემბერი და 2021 წლის 1 იანვარი, როდესაც გადაადგილება აკრძალული იქნება დილის 2 დან 6 საათამდე;
2)ნებადართულია სახლში შეკრებები, ოღონდ დამსწრეთა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 10 ადამიანს, ბავშვების ჩათვლით.
გამონაკლისი იქნება 2020 წლის 23 დეკემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე, როდესაც შეკრებილთა რაოდენობა თითოეულ სახლში იქნება 15 ადამიანი;
3) საკვების მიტანის კომპანიებს უფლება აქვთ იმუშაონ საღამოს 10:30 საათამდე. გამონაკლისი იქნება 2020 წლის 24 დეკემბერი (წინა საშობაო პერიოდი) და 31 დეკემბერი (წინასაახალწლო პერიოდი), როდესაც საკვების მიტანა შესაძლებელი იქნება ღამის12:30 საათამდე;
4) დახურულ და ღია სპორტულ დარბაზებს, სასკოლო საცეკვაო და სპორტულ, ასევე სხვადასხვა ტიპის სკოლებს უფლება ექნებათ ჩაატაროს სხვადასხვა სახის აქტივობები მაყურებლების და გამოსაცვლელი ოთახების გარეშე;