იაპონიის 16 000-მდე მაღაზიაში შქმერულის ლანჩბოქსები გაიყიდება 

იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრის ქსელის, Family Mart-ის 16 ათასამდე მაღაზიაში ქართული კერძის, შქმერულის მზა ულუფები, ე.წ. ლანჩ-ბოქსები გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ იგივე მაღაზიათა ქსელში უკვე იყიდება შქმერულის სწრაფი მომზადების პაკეტები.

აღსანიშნავია, რომ შეფუთვაზე დატანილია ქართული დროშა და წარწერა, რომელიც მყიდველს ამცნობს ამ კერძის ქართული წარმოშობის შესახებ.

შქმერული იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს – მიმდინარე წელს ის ჯერ “იაპონიის ჰიტად ქცეული პროდუქტების” რეიტინგში მეორე ადგილზე მოხვდა, ხოლო შემდეგ იაპონიის სწრაფი კვების ქსელის, “მაცუიას” მიერ გამართულ ონლაინ “არჩევნებში” 47,711 ხმით  გაიმარჯვა. შედეგად, შქმერული კიდევ რამდენიმე თვით “მაცუიას” 1000-მდე ფილიალის მენიუში დაბრუნდა.