როგორც გიორგი კეკელიძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, სოციალურ ქსელში წერს, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე მოეწყობა. ასევე, დაგეგმილია თანამშრომლობა ბერნისა და რომის მთავარ ბიბლიოთეკებთანაც.
“მნიშვნელოვანი ამბავი: ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე მოეწყობა, დაიწყება ერთობლივი, აქტიური კვლევები გერმანიაში დაცულ ქართულ არქივებზე – საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბერლინის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მადლობა საქართველოს საელჩოს გერმანიაში – აქტიური მხარდაჭერისთვის. მალე იგივე ტიპის თანამშრომლობას ვგეგმავთ, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნის ბიბლიოთეკასთან და იტალიაში, რომის მთავარ ბიბლიოთეკასთან. აქამდე, სხვადასხვა ფორმით, მსოფლიოს სამოცდაათ ქალაქში გავხსენით ქართული წიგნის კუთხე” – წერს გიორგი კეკელიძე