საქართველოში კამპუს ფრანსის წარმომადგენლობისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით, 4 დეკემბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე, გაიმართება ვებინარი საფრანგეთში სწავლის შესაძლებლობებისა და სტიპენდიების თაობაზე.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება პლატფორმა ზუმის საშუალებით. (იხილეთ ბმული: https://us02web.zoom.us/j/81973088040 )
ვებინარს გაუძღვება საქართველოში კამპუს ფრანსის წარმომადგენელი, ნათია მსხალაძე.
ვებინარის მსვლელობისას ქართველ სტუდენტებს (და პოტენციურ სტუდენტებს) საშუალება ექნებათ, გაეცნონ ისეთ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას, როგორიც არის საფრანგეთში სწავლის შესაძლებლობები, წესები და პროცედურები, აპლიკაციები და რეგისტრაცია, სწავლასთან და ბინადრობასთან დაკავშირებული საკითხები, ვიზები, დაზღვევა, გრანტები და დასაქმების შესაძლებლობები.