ქართველი ფოტოგრაფი, დავით გიორგაძე ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ 50 ყველაზე ინოვაციური და შთამაგონებელი ახალგაზრდა ტალანტის სიაში უკვე მეორედ მოხვდა.
ფოტოგრაფების გარდა, სიაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მოხვდნენ: არტისტები, აქტივისტები, კომენტატორები, მაკიაჟისა და თმის სტილისტები, ფლორისტები, იმიჯ-მეიქერები, სეტის დიზაინერები, სტილისტები და მწერლები.
დავით გიორგაძე ბერლინში ცხოვრობს, თუმცა ქართულ ბრენდებთანაც ხშირად თანამშრომლობს.