ონლაინ კინოკულბში ზაზა ხალვაშის ფილმ “ნამეს” ჩვენება გაიმართება

5 დეკემბერს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის ონლაინ კინოკლუბი წარმოგიდგენთ ზაზა ხალვაშის ფილმს “ნამე“.

ფილმის ჩვენება გაიმართება ფეისბუქლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ლაივ ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.

ფილმში, რომელიც 2018 წელს გამოვიდა, მთავარი როლის შემსრულებელი არაპროფესიონალი მსახიობია – გოგონა სახელად ნამე ზუბენებრივი ძალებითაა დაჯილდოვებული, თუმცა ამ ძალას მაშინ კარგავს, როცა პირველად შეუყვარდება. რეჟისორ ზაზა ხალვაშის  მხატვრულ ფილმში ძირითადად ხულოს თეატრის დასის წევრები თამაშობენ.