ისრაელის საელჩო საქართველოში “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან” და ისრაელის დრამის ინსტიტუტთან ერთად, წარმოგიდგენთ გამორჩეულ პროექტს – ეს გახლავთ ისრაელის თანამედროვე დრამატურგიის ანთოლოგია ქართულ ენაზე.
საიდუმლოებანი – ავტორი, ხადარ გალრონი (Hadar Galron)
ღმერთო ჩემო – ავტორი, ანატ გოვი (Anat Gov )
რევოლუციონერები – ავტორი, დალია შიმკო და იოსეფა ევენ შოშანი (Dalia Shimko & Yosefa Even Shoshan )
შპს ნამდვილი სიყვარული – ავტორი, შარონ სტარკი (Sharon Stark )
გამოსყიდვის დღეები – ხანა აზულაი-ხასფარი (Hanna Azoulay-Hasfari )
ხუთივე პიესა ისრაელელი ქალი დრამატურგების მიერა დაწერილი და ისეთ აქტუალურ საკითხებს ეხმიანება, როგორიც არის: ქორწინების ინსტიტუტი 21-ე საუკუნეში, გენდერი და სექსუალურობა, პიროვნების ადგილი პოლიტიზირებულ საზოგადოებაში, რელიგია და სეკულარიზმი, ქალის როლი გარემოში, სადაც კაცები დომინირებენ.
ანთოლოგია გამოქვეყნდება 2021 წელს. ისრაელის საელჩო გეგმავს აღნიშნული პიესების საფუძველზე განახორციელოს რიგი აქტივობები: ნაწარმოებების ონლაინ პრეზენტაციები, კითხვა, სრული და ფრაგმენტული დადგმები და სხვა.